მედიის ინფორმაციით, უკრაინა  ხერსონში, სავარაუდოდ, რუსეთის ჯარების პოზიციებს თავს დაესხა

სამხრეთ უკრაინაში, ოკუპირებულ ხერსონში აფეთქებების ხმა გაიგეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ადგილობრივების თქმით, უკრაინა, სავარაუდოდ, თავს დაესხა დარიევსკის ხიდს, მდინარე ინგულეცზე და მის გვერდით რუსული ჯარების პოზიციებს.

მედიის ცნობით, მანამდე აფეთქებები ოკუპირებულ ქალაქ ნოვა კახოვკაში ისმოდა.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, ამ დრომდე უკრაინის ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა ოფიციალური დადასტურება აღნიშნული იერიშის შესახებ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა