ვლადიმირ ზელენსკიმ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების თაობაზე შეხვედრა გამართა

პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების თაობაზე შეხვედრა გამართა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განაცხადეს.

სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ რუსული შემოჭრით მიყენებული ზარალის ანაზღაურების საკითხი არის პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც აგრესორ სახელმწიფოს უნდა დაეკისროს.

ცნობილია, რომ კომპენსაციის მექანიზმის შექმნისა და დანერგვის მიზნით, ზელენსკიმ ჩამოაყალიბა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელის თავმჯდომარეც პრეზიდენტის ოფისის ხელძღვანელი ანდრეი ერმაკი იქნება. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები და წამყვანი უკრაინელი და უცხოელი საერთაშორისო იურისტები შევლენ.

შეხვედრის მონაწილეებმა უკრაინის სასარგებლოდ რუსეთის ფედერაციის აქტივების იძულებით ჩამორთმევის შესახებ მოლაპარაკების პროცესის მიმდინარეობა და ამ მიმართულებით ნაბიჯების კოორდინაცია განიხილეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა