მიხეილ სარჯველაძე ირაკლი ოქრუაშვილზე - ცივილიზებულად ურთიერთობა უნდა შეგვეძლოს ტურისტთან - შეიძლება აქაური მოქალაქის ყოფნაც არ გსიამოვნებდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ვინმეს მოუწოდო ვინმეს „ჩაძაღლებისკენ“

ცივილიზებულად ურთიერთობა უნდა შეგვეძლოს მათ შორის ტურისტთან, რომლის ყოფნაც, შესაძლოა, არ გსიამოვნებდეს - შეიძლება აქაური მოქალაქის ყოფნაც არ გსიამოვნებდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, თავს უფლება მისცე და ვინმეს მოუწოდო ვინმეს „ჩაძაღლებისკენ“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს.

როგორც სარჯველაძე აღნიშნავს, ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებების ნაწილმა შესაძლოა აგრესია გამოიწვიოს უკრაინელი ადამიანების მიმართაც.

„არავინ ითხოვს, რომ ყველას გვქონდეს პოზიცია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ორი ვარიანტი არსებობს - ან გიყვარდეს, ან არ გიყვარდეს. ცივილიზებულად ურთიერთობა, ნორმალურად ქცევა უნდა შეგეძლოს, მათ შორის ტურისტთან, რომლის ყოფნაც, შესაძლოა, არ გსიამოვნებდეს. შეიძლება აქაური მოქალაქის ყოფნაც არ გსიამოვნებდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, თავს უფლება მისცე და ვინმეს მოუწოდო ვინმეს „ჩაძაღლებისკენ“ (ბოდიშს ვიხდი ამ ტერმინის გამეორებისთვის). ყველას უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა ამ მიმართულებით. ძალიან დიდი ნაწილი ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებებისა, ახალისებს ისეთი აქტების ჩადენას, რომლებმაც შესაძლოა, აგრესია გამოიწვიოს იმ უკრაინელი ადამიანის მიმართ, რომელიც დღეს საქართველოში იმყოფება. ისეთი ქაოსური და არანორმალური ქცევების ინსპირირება შეიძლება მოახდინოს ამ ყველაფერმა, რომ შეიძლება არ განირჩეოდეს, ვინ-ვის წააგავს“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის „ფეისბუქ“ გვერდზე რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით პოსტი გამოქვეყნდა, რომელიც მოგვიანებით, მის ფეისბუქ გვერდზე წაიშალა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის