უკრაინის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები არსებულ ვითარებაზე უახლეს მონაცემებს ასაჯაროებენ

უკრაინის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები არსებულ ვითარებაზე უახლეს მონაცემებს ასაჯაროებენ

6 აგვისტოს დღის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ჯარები აქტიურად იბრძოდნენ ხერსონის რაიონში, მაგრამ ზარალი განიცადეს. ამასთან დღეს დილით ნიკოლაევში კვლავ აფეთქებების ხმა გაისმა. უახლეს ინფორმაციას უკრაინაში არსებული მდგომარეობის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები ავრცელებენ.

„ხერსონის რეგიონში საბრძოლო მოქმედებები მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ იერიშს ოკუპანტებისა და ადგილობრივი თანამშრომლების საწყობებსა და პოზიციებზე. დაძაბული ვითარებაა რეგიონის ყველა რაიონში. რეფერენდუმი კვლავ მთავარი თემაა. საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად სტუმრობენ ხერსონის ოლქის თემებს და აგიტაციას უწევენ რუსეთთან შეერთებას.

დნეპროპეტროვსკის ოლქში გვიან ღამით ნიკოპოლისა და კრივოი როგის რაიონები დაიბომბა. არის ორი დაშავებული, ერთი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ქალაქში დაზიანდა 48 კერძო სახლი, ამასთან მანქანები, დაიბომბა ავტობუსის გაჩერება. გამორთულია ელექტროგადამცემი ქსელი. რამდენიმე ათასი მოქალაქე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ხარკოვში დილით აფეთქებების ხმა ისმოდა. დაფიქსირდა 4 აფეთქება. ქარხნის ტერიტორიაზე, სამრეწველო უბანს ორი რაკეტა მოხვდა. დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

შეტევები გრძელდებოდა ლუგანსკის და დონეცკის ოლქის მიმართულებითაც”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.