უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ ხერსონში ოკუპანტების წინააღმდეგ სამი დარტყმა განახორციელა

უკრაინელმა დამცველებმა, გასული დღის განმავლობაში, სამხრეთით 24 რუსი ჯარისკაცი, ექვსი ერთეული ტექნიკა და საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს, - ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია უკრაინის ჯარების წინსვლის აღკვეთაზე და საკუთარი თავდაცვის ხაზების შენარჩუნებაზე.
„მტერი ცდილობს დაზვერვის ჩატარებას უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, აგრძელებს დაბომბვას არტილერიიდან და ტანკებიდან შეტაკების მთელ ხაზზე“, - აცხადებენ სარდლობაში.
მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავმა და ვერტმფრენებმა მტრის იარაღსა და აღჭურვილობას სამი დარტყმა მიაყენეს.
„დღის განმავლობაში მტრის დადასტურებული დანაკარგებია: 24 სამხედრო მოსამსახურე, T-62 ტიპის ტანკი, ხუთი ერთეული ჯავშანტექნიკა და საავტომობილო ტექნიკა. ხერსონის ოლქის ბერისლავსკის რაიონში საბრძოლო მასალის საწყობი განადგურდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

























