უკრაინის პორტებიდან მარცვლეულით დატვირთული კიდევ ორი გემი გავიდა

უკრაინის შავი ზღვის პორტები დღეს მარცვლეულის გადამზიდავმა კიდევ ორმა გემმა დატოვა, - ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
„საკურას“, რომელიც იუჟნიდან გაემგზავრა, იტალიაში 11 000 ტონა სოიო გადააქვს, ხოლო „არიზონას“, რომელიც ჩერნომორსკიდან გავიდა, სამხრეთ თურქეთში 48 458 ტონა მარცვლეული გადააქვს.
შეგახსენებთ, გემებმა უკრაინის პორტები უკრაინის საზღვაო ექსპორტის განბლოკვის შესახებ შეთანხმების ფარგლებში დატოვეს.
გუშინ დადასტურდა, რომ უკრაინის ალყაში მოქცეული პორტების დატოვების ნებართვა სასოფლო-სამეურნეო ტვირთების გადამზიდავ კიდევ ექვს გემს მიეცა.

























