გუბერნატორი - რუსებმა დონეცკში 5 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

გუბერნატორი - რუსებმა დონეცკში 5 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში, გასული დღის განმავლობაში, 5 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი პავლო კირილენკო იუწყება.

მისი თქმით, დაშავებულია კიდევ 17 ადამიანი.

„7 აგვისტოს რუსებმა დონეცკის ოლქის ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: ორი სოლედარში, ერთი ბახმუტში, ერთი მარინცაში და ერთი სელიდოვოში. დაშავდა კიდევ 17 ადამიანი“, - აცხადებს კირილენკო.

მისი თქმით, ამ დროისთვის შეუძლებელია მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობის დადგენა მარიუპოლსა და ვოლნოვახში.