უკრაინულმა ძალებმა 42 340 რუსი სამხედრო მოკლეს

უკრაინულმა ძალებმა 24 თებერვლიდან დღემდე, 42 340 რუსი სამხედრო მოკლეს, აქედან 140 - ბოლო 24 საათში, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
უწყების ცნობით, უკრაინულმა მხარემ, რუსული ძალების ქვეყანაში შემოჭრის დღიდან მათი კუთვნილი სხვადასხვა სახის ტექნიკა გაანადგურა.
„უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს: 1811 ტანკი, 4070 ჯავშანტექნიკა, 960 ერთეული საარტილერიო სისტემა, 261 ერთეული მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 132 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა, 223 საბრძოლო თვითმფრინავი, 192 ვერტმფრენი, 754 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 15 გემი/ნავი, 2993 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 86 ერთეული სპეცტექნიკა და 182 ფრთოსანი რაკეტა“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

























