მიხაილო პოდოლიაკი - ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმებისკენ გადადგმულ რუსეთის თითოეულ ნაბიჯს პასუხი იარაღის მიწოდების გაზრდით უნდა გაეცეს

მიხაილო პოდოლიაკი - ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმებისკენ გადადგმულ რუსეთის თითოეულ ნაბიჯს პასუხი იარაღის მიწოდების გაზრდით უნდა გაეცეს

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმებისკენ გადადგმულ რუსეთის თითოეულ ნაბიჯს პასუხი იარაღის მიწოდების გაზრდით უნდა გაეცეს - აგრესორმა ყოველი ნაბიჯის ფასი უნდა გაიგოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, კრემლი ცდის მსოფლიოს მზადყოფნას, „ჩაყლაპავს“ თუ არა ის ანექსიას.

„კრემლი ცდის მსოფლიოს მზადყოფნას „ჩაყლაპოს“ ანექსია და წინააღმდეგობას ვერ ხედავს. აგრესორმა უნდა გაიგოს მისი ყოველი ნაბიჯის ფასი. წითელი ხაზები უნდა გამოიკვეთოს“, - წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ფედერაცია უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „რეფერენდუმებს“ ჩაატარებს, ის ამით უკრაინასთან მოლაპარაკებების ყველა შესაძლებლობას დახურავს.