დმიტრო კულება - თურქეთში უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემის ჩასვლა ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის ყველა ოჯახისთვის იმედის სიგნალია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ თუ რუსეთი თავის ვალდებულებებს შეასრულებს, „მარცვლეულის დერეფანი“ გააგრძელებს გლობალური სასურსათო უსაფრთხოების შენარჩუნებას.
„უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი თურქეთში ჩავიდა. ეს იმედის სიგნალს უგზავნის ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის ყველა ოჯახს. უკრაინა არ მიგატოვებთ. თუ რუსეთი შეასრულებს თავის ვალდებულებებს, „მარცვლეულის დერეფანი“ გააგრძელებს გლობალური სასურსათო უსაფრთხოების შენარჩუნებას“, - აცხადებს კულება.
მისივე თქმით, უკრაინა, რუსეთისგან განსხვავებით, „შიმშილის თამაშებს“ არ თამაშობს.
"ჩვენ ყოველთვის ვიყავით, ვართ და ვიქნებით სოფლის მეურნეობის პროდუქტების საიმედო მიმწოდებელი. რუსეთისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვთამაშობთ "შიმშილის თამაშებს" - აღნიშნა კულებამ.

























