უკრაინამ გერმანული „გეპარდის“ ტიპის თვითმავალი საზენიტო სისტემები მიიღო

უკრაინამ გერმანული „გეპარდის“ ტიპის თვითმავალი საზენიტო სისტემები მიიღო

უკრაინამ გერმანული „გეპარდის“ ტიპის სამი თვითმავალი საზენიტო სისტემა მიიღო, - ინფორმაციას მედია საშუალებები უკრაინის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

Reuters-ი წერს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელსაც მართავს სამ კაციანი ეკიპაჟი და შეუძლია სამიზნეებს დარტყმა ორნახევარი მილის მანძილზე მიაყენოს, დასავლური სამხედრო დახმარების პაკეტის ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც მას რუსეთის აგრესიის მოგერიებაში დაეხმარება.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელი საზენიტო მსროლელები ამ დანადგარების მართვის შესწავლის მიზნით მომზადებას გერმანიაში გადიან.