უკრაინულმა ძალებმა ერთ დღეში დაახლოებით 300 რუსი სამხედროს ლიკვიდაცია მოახდინეს

უკრაინულმა ძალებმა ერთ დღეში დაახლოებით 300 რუსი სამხედროს ლიკვიდაცია მოახდინეს

უკრაინულმა ძალებმა 24 თებერვლიდან დღემდე, 42 640 რუსი სამხედროს ლიკვიდაცია მოახდინეს, აქედან 300 - ბოლო 24 საათში, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკრაინულმა მხარემ რუსული ძალების სხვადასხვა სახის ტექნიკა გაანადგურა.

„უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს: 1817 ტანკი, 4076 ჯავშანტექნიკა, 964 ერთეული საარტილერიო სისტემა, 261 ერთეული მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 133 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა, 223 საბრძოლო თვითმფრინავი, 193 ვერტმფრენი, 757 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 15 გემი/ნავი, 2998 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 87 ერთეული სპეცტექნიკა და 185 ფრთოსანი რაკეტა“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.