უკრაინული მედია - ოკუპანტებმა ნიკოპოლი „გრადებით“ დაბომბეს

ოკუპანტებმა ნიკოპოლში „გრადებიდან“ 120 ჭურვი გაისროლეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვალენტინ რეზნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„ინტენსიური დაბომბვის ღამე... რუსეთის არმიამ ცეცხლით დაფარა ორი რაიონი- ნიკოპოლი და სინელნიკოვსკი. ღამით ნიკოპოლში „გრადიდან“ სამჯერ გაისროლეს. ქალაქში 120 რაკეტა შემოფრინდა! დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, სამი საწარმო, სახელოსნოები, ადმინისტრაციული ფართი და ავტომობილი. დაშავდა ერთ-ერთი საწარმოს თანამშრომელი. 46 წლის მამაკაცი მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - განაცხადა რეზნიჩენკომ.

























