„ნაციონალური მოძრაობა“ გენპროკურატურას განცხადებით მიმართავს და არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით საქმის გამოძიების დაწყებას ითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს გენერალურ პროკურატურას განცხადებით მიმართავს და არჩევნების გაყალბების თემასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დაწყებას ითხოვს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან განაცხადა, სადაც მისი პარტიის სახელით წარდგენილი განცხადება მიიტანა.

ბეჟაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული გამოძიების დაწყებას სუს-ის ყოფილი უფროსის, სოსო გოგაშვილის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე ითხოვს.

„საზოგადოებას მოეხსენება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ გამოქვეყნდა შესაბამისი მტკიცებულებები, სადაც თვალნათლივ არის დასაბუთებული არჩევნების გაყალბების სისტემური ორგანიზებული დანაშაული ხელისუფლების მხრიდან, სადაც ჩართული არიან როგორც პარტიული ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ სახით, ასევე სახელმწიფო სტრუქტურები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, იუსტიციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. შექმნილია ერთიანი დანაშაულებრივი სახელმწიფო სისტემა, რომელიც მიზნად ისახავდა არჩევნების გაყალბებას და ამით „ქართული ოცნების“ მიერ ხელისუფლების მიტაცებას.

ამ სისხლის სამართლის საქმით უნდა დაიწყოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დელეგიტიმაციის პროცესი. ოლიგარქიულმა მმართველობამ შექმნა სისტემა, სადაც სახელმწიფო არის მიტაცებული, სადაც არც სასამართლო, არც პროკურატურა და არც სამართალდამცავი ორგანოები ხალხს არ ემსახურება, ამიტომ ვითხოვთ კონკრეტულ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას. მივმართავთ პროკურატურის გამომძიებლებსა და პროკურორებს, რომ ეს საქმე აუცილებლად იქნება საზოგადოებრივი კონტროლის ქვეშ. მათ მოუწევთ ამ საქმის გამოძიება, თუ არადა მათი საქმეები შემდგომ თანამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლით ცალკე იქნება გამოძიებული.

ხელისუფლების რღვევის პროცესი დაწყებულია. სხვადასხვა უწყებებში უკვე დაიწყო პროცესები, რომლებიც ხელს შეუწყობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დელეგიტიმაციას, ამიტომ ეს საქმე იქნება „ქართული ოცნების“ ოლიგარქიული მმართველობის და დანაშაულებრივი სისტემის შეფასება. პროკურორებმა და გამომძიებლებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი ვერ ჩაყვებიან „ქართულ ოცნებას“ და ვერ დადგებიან კანონზე მაღლა. აუცილებლად დადგება საქართველოში პერიოდი, როდესაც ეს სისხლის სამართლის საქმე გამოძიებული იქნება და შემდგომ იქნება გამოძიებული მათი საქმიანობა, თუ რამდენად კეთილსინდისიერად და კანონიერად ასრულებენ საქმიანობას. მათ მოუწევთ დადგნენ ოლიგარქიულ ინტერესებზე მაღლა“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ გადაცემულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა გამოიკვეთა, რომლითაც მაღალი ალბათობით, სახელმწიფო უწყებების, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების საარჩევნო/პარტიული მიზნებით გამოყენება დასტურდება. არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ამ უწყებების მეშვეობით სავარაუდოდ, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა და სხვა მოქალაქეების შესახებ, სავარაუდოდ, მომავალში მათზე ზეწოლის მიზნით, პერსონალური ინფორმაცია გროვდებოდა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია