„ქართულ ოცნებაში“ არ გამორიცხავენ, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესი კიდევ ერთხელ გადაიხედოს და „პრეზიდენტის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მათი  პოლიტიკური გადაწყვეტილება შეაგებონ“

მმართველ გუნდში ცესკო- ს თავმჯდომარის არჩევის წესში ცვლილებებს და ამ მიმართულებით საარჩევნო კანონმდებლობის კიდევ ერთხელ გადახედვას არ გამორიცხავენ.

როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარის 2/3- ით არჩევის წესთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, „ზოგიერთი თავსმოხვეული კანონი მანკიერია“.

„ჩვენ დავინახეთ, რამდენად მანკიერია ის თავზე მოხვეული ზოგიერთი კანონი, რომელიც 2020 წლის არჩევნების შემდეგ იქნა მიღებული. 2/3- ით ადამიანის თანამდებობაზე განმწესება არის აბსოლუტურად არაეფექტური და ამის მომსწრე ვართ ყველანი დღეს. რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ეს არის უკიდურესად პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, რომელსაც არანაირი ობიექტური დასაბუთება არ აქვს, რადგან ადამიანმა, რომელიც იქნა არჩეული დროებითად, ჩაატარა არჩევნები ისე, რომ ყველა საერთაშორისო დამკვირვებლის მიერ მისი საქმიანობა და საარჩევნო კომისიების საქმიანობა შეფასებულ იქნა უმაღლეს დონეზე და ასეთ ადამიანს უარს ეუბნებიან კონკურსში გასვლაზეც კი. აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ჩვენ ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას შევაგებებთ.

ჩვენ ვითხოვთ ხოლმე ყოველთვის ერთ რამეს, მოდით, ევროკომისიამ და იგივე ევროპარლამენტმა რეკომენდაცია გაუწიოს ხოლმე ისეთი კანონის მიღებას, რაც მათ ქვეყნებში მაინც მოქმედებს. რატომ უნდა იყოს საქართველოში ისეთი კანონი, რომელიც მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის? რატომ გვეუბნებიან, რომ ისეთი კანონი მივიღოთ, რომელიც ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში არ არის, რატომ?!"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ცესკო- ს თავმჯდომარის არჩევის მოქმედი წესი შეიცვალოს, ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ამაზე ალბათ, იმსჯელებენ.

„არ ვიცი. ამაზე ალბათ, იქნება მსჯელობა. ზოგადად მიმაჩნია, რომ ეს 2/3 თავიდან ბოლომდე ეწინააღმდეგება დემოკრატიული არჩევანის პრინციპს,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, მოქმედი კანონმდებლობით, კონკურსის წესით გამოვლენილ, ცესკო- ს თავმჯდომარის და პროფესიული წევრების კანდიდატურებს პრეზიდენტი ასარჩევად პარლამენტს წარუდგენს. პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა თავდაპირველად 2/3 - იანი კვორუმით ტარდება. იმ შემთხვევაში, თუკი ცესკო- ს თავმჯდომარისა და წევრების 2/3- ით არჩევა ვერ ხდება, კენჭი მათ სრული შემადგენლობის უმრავლესობით ეყრება. 2/3- იანი კვირუმით არჩეული ცესკო- ს თავმჯდომარე თანამდებობას 5 წლიანი ვადით იკავებს, ხოლო უბრალო უმრავლესობით დამტკიცებული - 6 თვის ვადით. აღსანიშნავია, რომ ცესკო- ს დაკომპლექტების არსებული მოდელი შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!