გლობალურმა ჯანდაცვის სააგენტომ უკრაინას სპეციალიზებული პორტატული სუნთქვის მოწყობილობი გადასცა

გლობალური ჯანდაცვის სააგენტო Unitaid უკრაინას 220 სპეციალიზებულ პორტატულ სუნთქვის მოწყობილობას ჩუქნის, რომელიც ნაადრევად დაბადებული ჩვილების სიცოცხლის გადარჩენისთვის შეიძლება გამოიყენონ, განსაკუთრებით იმ სავადმყოფოებში, სადაც ელექტროენერგია არ არის.

„როიტერსი“ წერს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად დაზიანდა ან განადგურდა ასობით საავადმყოფო, რის შედეგადაც მომარაგების ხაზები შეფერხდა და აღჭურვილობასა და ჟანგბადის ნაკლებობის გამო ახალშობილებს სიკვდილის ან ინვალიდობის საფრთხის წინაშე აყენებდა.

Unitaid-ის სპიკერმა ჰერვე ვერჰუსელმა მედია ბრიფინგზე განაცხადა, რომ ომი ორსულ ქალებში დამატებით სტრესს იწვევდა, რამაც გამოიწვია ნაადრევი მშობიარობის რაოდენობის ზრდა, რომელიც ზოგიერთ რაიონში სამჯერ გაიზარდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპიკერმა მარგარეტ ჰარისმა კი განაცხადა, რომ უკრაინის ფრონტთან ახლოს მდებარე პედიატრიულ საავადმყოფოში ბოლო ვიზიტის დროს მან ნახა სამედიცინო პერსონალი, რომელსაც ყოველ ღამე სარდაფში სძინავს და მუდმივად უწევს ბავშვების სავენტილაციო აპარატებზე გადაყვანა.

„ასე რომ, პორტატული მოწყობილობების ქონა, რომლებსაც შეუძლიათ ენერგიის გარეშე ფუნქციონირება, კრიტიკულად მნიშვნელოვანია,” - განაცხადა ჰარისმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა