მედიის ინფორმაციით,  უკრაინამ კიდევ 17 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა

მედიის ინფორმაციით,  უკრაინამ კიდევ 17 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ კიდევ 17 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროში განაცხადეს.

„შედგა დაღუპული სამხედროების გადაცემის მორიგი ოპერაცია. უკრაინამ კიდევ 17 დამცველის ცხედარი დაიბრუნა“, - აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, 26 ივლისს უკრაინამ რუსეთის ფედერაციასთან გაცვლის ფარგლებში 25 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა.