ყირიმში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა

ყირიმის დასავლეთ სანაპიროზე რამდენიმე აფეთქება მოხდა.

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ე.წ. რესპუბლიკის მეთაურის მრჩეველმა ოლეგ კრიუჩკოვმა განაცხადა.

„ჯერჯერობით, შემიძლია მხოლოდ დავადასტურო რამდენიმე აფეთქების ფაქტი ნოვოფედოროვკას რაიონში. ყველას ვთხოვ, დაელოდონ ოფიციალურ შეტყობინებებს და არ გამოაქვეყნონ ვერსიები", - დაწერა მან “ტელეგრამის” არხზე.

ადგილზე გაემგზავრა რეგიონის ხელმძღვანელი სერგეი აქსენოვი.

სოციალურ ქსელში კვამლის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები გავრცელდა. აფეთქებების ფაქტს ადასტურებენ ადგილზე მყოფი დამსვენებლებიც.

"პირველი აფეთქება ძალიან ძლიერი იყო. ჩვენს სასადილო ოთახში ფანჯრის ჩარჩოები ჩამოცვივდა. შემდეგ სარდაფში გადაგვიყვანეს და იქიდან ხმები ყრუდ ისმოდა", - განაცხადა ინციდენტის ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

ნოვოფიოდოროვსკის რაიონში განთავსებულია სამხედრო ნაწილი და სამხედრო აეროდრომი.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს