ალექსი არესტოვიჩი - რუსების ჩვევა მოწიონ „ასაფეთქებლის“ სიახლოვეს, საბოლოოდ მათ დაღუპავს - ანბანური თანმიმდევრობით მიდიან: ბელგოროდი, ვორონეჟი, კურსკი, ყირიმი, კრემლი უნდა მოემზადოს?

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსი არესტოვიჩი რუსული მხარის განცხადებებს გამოეხმაურა, რომელთა მტკიცებითაც, ყირიმის აეროდრომზე აფეთქება საბრძოლო მასალის დეტონაციამ გამოიწვია და არა დარტყმამ უკრაინის მხრიდან.

როგორც არესტოვიჩმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა, რუსებს „ასაფეთქებლების“ სიახლოვეს მოწევა დაღუპავს.

„რუსების ჩვევა მოწიონ „ასაფეთქებლის“ სიახლოვეს, საბოლოოდ მათ დაღუპავს. რაც დამახასიათებელია ანბანური თანმიმდევრობით მიდიან: ბელგოროდი, ვორონეჟი, კურსკი, ყირიმი. კრემლი უნდა მოემზადოს?“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

ცნობისთვის, დღეს „საკის“ აეროდრომზე აფეთქება მოხდა. უკრაინული საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, დაშავებულია 3 ადამიანი. რუსეთის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ აეროდრომზე საბრძოლო მასალის დეტონაცია მოხდა და დარტყმა არავის განუხორციელებია.

სამხედრო აეროდრომი, საკის რაიონის სოფელ ნოვოფედოროვკას მახლობლად მდებარეობს, რომელიც გამოიყენება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ავიაციის - თვითმფრინავებისა და ვერტმფრენებისთვის, მათ შორის, საზღვაო ავიაციისთვის.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს