უკრაინის ვიცე-პრემიერი - დღევანდელი აფეთქება ნოვოფიოდოროვკაში, კიდევ ერთი შეხსენებაა, ვისია ყირიმი

დღევანდელი აფეთქება ნოვოფიოდოროვკაში, კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, ვისია ყირიმი,- ამის შესახებ უკრაინის ვიცე -პრემიერმა, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერესჩუკმა განაცხადა.

„დღეს მკვიდრი ხალხების საერთაშორისო დღეა. უკრაინაში ასეთებად ითვლებიან ყირიმელი თათრები, ყარაიტები და კრიმჩაკები. და დღევანდელი აფეთქებები ნოვოფიოდოროვკაში კიდევ ერთი შეხსენება იმისა, ვისია ყირიმი. ის უკრაინისაა!“,- განაცხადა ვერესჩუკმა.

ცნობისთვის, დღეს „საკის“ აეროდრომზე აფეთქება მოხდა. უკრაინული საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, დაშავებულია 3 ადამიანი. რუსეთის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ აეროდრომზე საბრძოლო მასალის დეტონაცია მოხდა და დარტყმა არავის განუხორციელებია.

სამხედრო აეროდრომი, საკის რაიონის სოფელ ნოვოფიოდოროვკას მახლობლად მდებარეობს, რომელიც გამოიყენება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ავიაციის - თვითმფრინავებისა და ვერტმფრენებისთვის, მათ შორის, საზღვაო ავიაციისთვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო