უკრაინის თავდაცვის უწყება ყირიმში აფეთქებაზე - სამინისტროს არ შეუძლია აალების მიზეზის დადგენა, თუმცა მორიგ ჯერზე შეგახსენებთ სახანძრო უსაფრთხოებისა და მოწევის აკრძალვის წესებს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს არ შეუძლია აალების მიზეზის დადგენა, თუმცა მორიგ ჯერზე შეგახსენებთ სახანძრო უსაფრთხოების წესებსა და მოწევის აკრძალვას წესით დაუდგენელ ადგილებში, - ასე გამოეხმაურა უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყირიმში მომხდარ აფეთქებას, რომელიც რუსული მხარის მტკიცებით, არა თავდასხმამ, არამედ საბრძოლო მასალის დეტონაციამ გამოიწვია.

უკრაინის თავდაცვის უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ ხანძრის ფაქტი რუსეთმა შეიძლება საინფორმაციო ომში გამოიყენოს.

„უკრაინის თავდაცვის სამინისტროს არ შეუძლია აალების მიზეზის დადგენა, თუმცა მორიგ ჯერზე შეგახსენებთ სახანძრო უსაფრთხოების წესებსა და მოწევის აკრძალვაზე წესით დაუდგენელ ადგილებში. ხანძრის ფაქტი ტერორისტული ქვეყნის მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნას საინფორმაციო ომში. არ გამოვრიცხავთ რომ ოკუპანტები „შემთხვევით“ იპოვიან რაიმე დამახასიათებელ „შევრონს“, „სავიზიტო ბარათს“ ან „დნმ-ს“,- ნათქვამია განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტროში უკრაინელებს ურჩევს შეინარჩუნონ სიმშვიდე და სჯეროდეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების.

რუსეთში, საკის აეროდრომზე საბრძოლო მასალის აფეთქების მთავარ მიზეზად სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევას ასახელებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო