რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკი  „გრადებით“ დაბომბა, დაიღუპა 11 ადამიანი

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკი  „გრადებით“ დაბომბა, დაიღუპა 11 ადამიანი

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონზე ღამით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვალენტინ რეზნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ტრაგიკული ღამე. ნიკოპოლის რაიონში რუსულმა არმიამ 11 ადამიანი მოკლა, დაჭრილია 13 ადამიანი. მტერმა ტერიტორია „გრადებიდან“ ორჯერ დაბომბა. გამიზნულად და მოღალატურად დაარტყა, როცა ხალხს საკუთარ სახლებში ეძინა“, - განაცხადა რეზნიჩენკომ.

მისი თქმით, 10 ადამიანი ქალაქ მარგანეცში, ერთი კი - მიროვსკაიაში დაიღუპა.