ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები პარლამენტში, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები პარლამენტში, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

პარლამენტში იმყოფებოდნენ საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ჟულიენ კრამპსი და აშშ-ს საელჩოს პოლიტიკური ოფიცრები ლანა ოუენი და ევან ელიოტი.

უცხოელი დიპლომატები ცალ-ცალკე შეხვდნენ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილს, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძეს და პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატს მიხეილ დაუშვილს.

საუბრები შეეხებოდა ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესის მიმდინარეობას.

„ვისაუბრეთ, როგორ მიმდინარეობს იმ 12 დავალების შესრულება, რაც ევროკავშირისგან გვაქვს, რომ მივიღოთ ესოდენ ნანატრი ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა, ვუთხარი სტუმრებს რა კეთდება პარლამენტში, რამდენად ინტენსიურად საქმიანობს ეს სამუშაო ჯგუფები, რამდენად არის ოპოზიცია ჩართული ამ საკითხში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მართლმსაჯულების რეფორმას.

ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელმაც ალტერნატიული ხედვა წარმოადგინა „ქართული ოცნების“ გარდა მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით და რამდენად მნიშვნელოვანია ეს“, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დავით უსუფაშვილის თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას ორივე საელჩოს წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოხატეს, რომ დაგვეხმარონ ამ მიმართულებით.

„მათ აინტერესებთ, როგორ წარიმართება პროცესები დეპოლარიზაციის კუთხით. მე მათ გავაცანი „ლელოს“ პოზიცია იმის თაობაზე, რომ ჩვენ საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე ამ საკითხებში აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას, რაც შეეხება მოსამზადებელ სტადიას, სამუშაო ჯგუფებს და სხვა, აქ სჯობს ყველამ თავისი მოსაზრებები შეაჯეროს და სადაც რეალურად ხდება ღია პროცესში ამ საკითხების განხილვა, ანუ კომიტეტების სხდომებზე, იქ წარმოვადგინოთ ჩვენი პოზიციები“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

შეხვედრებში ასევე მონაწილეობდა ევროკავშირის მისიის თანამშრომელი ენ-ბრიჯიტ ჰანსენი.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია