ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი - სამხედრო მოქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ბირთვულ უსაფრთხოებას, უნდა შეწყდეს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი, რაფაელ მარიანო გროსი აცხადებს, რომ უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვამ ბირთვული უსაფრთხოების შვიდივე საყრდენი დაარღვია.
„ყველა სამხედრო აქტივობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ბირთვულ უსაფრთხოებას, უნდა შეწყდეს“, - განაცხადა გროსიმ.
ამასთან, მისი განმარტებით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები უკრაინული მხარისგან მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით თვლიან, რომ დაბომბვას არ გამოუწვევია ბირთვული უსაფრთხოების გადაუდებელი საფრთხე.
შეგახსენებთ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მარტის დასაწყისიდან რუსულმა ძალებმა დაიკავეს. 5 აგვისტოს რუსმა ოკუპანტებმა ელექტროსადგური რამდენჯერმე დაბომბეს.

























