გერმანიამ უკრაინას კიდევ 4 Gepard-ი და საბრძოლო მასალა გადასცა

გერმანიამ უკრაინას კიდევ 4 Gepard-ი და საბრძოლო მასალა გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის მთავრობა თავის ვებ-გვერდზე ავრცელებს.
ჯამში უკრაინამ გერმანიისგან Gepard-ის 12 დანადგარი მიიღო.
ცნობისთვის, გასული კვირის განმავლობაში გერმანიამ ასევე გადასცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მაღალი მობილობის მრავალფუნქციური ბორბლიანი 10 სატრანსპორტო საშუალება, სამი დაჯავშნული სარემონტო-საევაკუაციო მანქანა, დრონებთან ბრძოლის 8 მოწყობილობა, მობილური სახმელეთო 8 რადარი და რამდენიმე მაცივარი მედიკამენტებისთვის.

























