ვოლოდიმირ ზელენსკი - რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი იარაღი, მით უფრო მალე დასრულდება ეს სასტიკი ომი - რაც უფრო მეტ დანაკარგს განიცდიან ოკუპანტები, მით უფრო მალე შევძლებთ ჩვენი მიწის გათავისუფლებას

ვოლოდიმირ ზელენსკი - რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი იარაღი, მით უფრო მალე დასრულდება ეს სასტიკი ომი - რაც უფრო მეტ დანაკარგს განიცდიან ოკუპანტები, მით უფრო მალე შევძლებთ ჩვენი მიწის გათავისუფლებას

უკრაინის შეიარაღებული ძალები, ჩვენი დაზვერვა და ჩვენი სამართალდამცავი უწყებები უპასუხოდ არ დატოვებენ რუსეთის მიერ დნეპროპეტროვსკის ოლქის დაბომბვას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპანტების მიერ დნეპროპეტროვსკის ოლქის თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. ათზე მეტი დაჭრილია, ხუთი კი მძიმე მდგომარეობაშია.

„რუსული ჯარები „გრადებით“ ურტყამდნენ. რუსული ტერორის ეს რეგულარული გამოვლინება, ისევე როგორც მიკოლაივზე და ხარკოვზე თავდასხმები, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აუცილებელია უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდა. რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი იარაღი და რაც უფრო დიდი იქნება მათი გამოყენების დიაპაზონი, მით უფრო მალე დასრულდება ეს სასტიკი ომი”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ომის დასრულების დრო პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ზარალს განიცდის რუსეთი.

„კითხვა, რომელიც აბსოლუტურად ყველას აწუხებს: როდის დასრულდება ომი? ზოგი ამბობს თვეებს, ზოგი - წელს, ზოგი- კიდევ უფრო მეტს. მაგრამ დროის საკითხი, ფაქტობრივად, პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ზარალს განიცდის რუსეთი. რაც უფრო მეტ დანაკარგს განიცდიან ოკუპანტები, მით უფრო მალე შევძლებთ ჩვენი მიწის გათავისუფლებას და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიას. აი რაზე უნდა იფიქროს ყველამ, ვინც ჩვენს სახელმწიფოს იცავს და ეხმარება უკრაინას: როგორ მივაყენოთ ოკუპანტებს რაც შეიძლება დიდი ზარალი, რომ ომის დრო შემცირდეს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.