ოლექსი რეზნიკოვი - რუსებთან მოლაპარაკების შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაჩნდება, თუ მაგიდასთან ჩვენი პარტნიორები ისხდებიან

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკების შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაჩნდება, თუ მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინის პარტნიორები ისხდებიან.

„მინდა გითხრათ, რომ რუსებთან მოლაპარაკების შანსის გაჩენა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მაგიდასთან ჩვენი პარტნიორები ისხდებიან, რადგან რუსებთან საუბარს და „მინსკი-3-ის“ მიღებას არანაირი აზრი არ აქვს", - დასძინა მან.

ამასთან, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმი ჩატარდება, უკრაინა აღარანაირ მოლაპარაკებებზე აღარ ისაუბრებს.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინა არ აპირებს ტერიტორიების დათმობას და თუ რუსეთი ეგრეთ წოდებული „რეფერენდუმების“ საშუალებით დროებით ოკუპირებული რეგიონების ანექსიას შეეცდება, მაშინ მოლაპარაკებების შესაძლებლობა დაიხურება.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს