დმიტრო კულებას განცხადებით, რუსებს, რომლებიც უკმაყოფილოები არიან ევროპაში ტურისტული მოგზაურობის აკრძალვის პერსპექტივით, შეუძლიათ თავისი საჩივარი კრემლისკენ მიმართონ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც მათთვის ვიზების გაცემის შეზღუდვის ინიციატივით უკმაყოფილოები არიან, ურჩია პრეტენზიები კრემლისკენ მიმართონ. ამის შესახებ დმიტრო კულებამ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.
„რუსებს, რომლებიც უკმაყოფილოები არიან ევროპაში ტურისტული მოგზაურობის აკრძალვის პერსპექტივით, შეუძლიათ თავისი საჩივარი კრემლისკენ და თავისი თანამემამულეების 70%-სკენ მიმართონ, რომლებმაც ომს მხარი დაუჭირეს“,- განაცხადა კულებამ.
ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი მთელი რიგი ქვეყნები ინიციატივით გამოდიან, ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებზე ევროკავშირის დონეზე შეიზღუდოს.

























