უკრაინის გენშტაბი - სევერსკის მიმართულებით ოკუპანტების როტაცია გრძელდება

სევერსკის მიმართულებით ოკუპანტების როტაცია გრძელდება. სიტუაცია ამ მიმართულებით, ისევე როგორც ვოლინისა და პოლესეს მიმართულებებით, მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

„ვოლინის, პოლესკისა და სევერსკის მიმართულებებით ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, ამ უკანასკნელში დასავლეთის სამხედრო ოლქის ქვედანაყოფების როტაცია გრძელდება”, - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, სლავიანსკის მიმართულებით მტერმა ტანკებიდან და სარაკეტო არტილერიიდან ცეცხლი გახსნა ბრაჟკოვკას, ბოგოროდიჩნისა და დოლინას მახლობლად. დოლინის რაიონში მოწინააღმდეგე შეეცადა უკრაინის ქვედანაყოფების თავდაცვა გაერღვია, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა თავდასხმა მოიგერიეს.

გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსული ძალები აგრძელებენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან სასაზღვრო დასახლებების საარტილერიო ქვემეხებიდან დაბომბვას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა