რუსულმა ძალებმა ნიკოლაევის პორტის ინფრასტრუქტურას დაარტყეს

მტერი აგრძელებს სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვას და საჰაერო დარტყმების განხორციელებას სამხრეთ უკრაინაში. ამის შესახებ ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთში“ აცხადებენ.

მათივე ცნობით, 13 აგვისტოს ოკუპანტებმა ნიკოლაევის პორტის ინფრასტრუქტურას დაარტყეს.

“ ”ურაგანის” მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის სამი რაკეტა ნიკოლაევის პორტის ინფრასტრუქტურას მოხვდა. ადამიანური დანაკარგი არ მოჰყოლია. ერთი საათის შემდეგ, „სმერჩის“ მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან ექვსი რაკეტა მოხვდა ქალაქის საცხოვრებელ უბნებსა და სამრეწველო ობიექტებს. დაზიანდა რამდენიმე შენობა, დაშავდა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე“, - აცხადებენ ოპერატიულ სარდლობაში.

გარდა ამისა, ხერსონისა და დნეპროპეტროვსკის ოლქების ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ოკუპანტებმა საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.

„ჭურვები სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებს მოხვდა. არანაირი დანაკარგი ან დაზიანება არ დაფიქსირებულა", - აცხადებენ ოპერატიულ სარდლობაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო