უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის 43 550 ჯარისკაცია ლიკვიდირებული

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 43 550 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის 150 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.

მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების კუთვნილი სხვადასხვა სახის აღჭურვილობაც გაანადგურეს.

„მტრის საერთო დანაკარგი ასევე მოიცავს: 1 864 ტანკს, 4 126 ჯავშანმანქანას, 980 საარტილერიო სისტემას, 261 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 136 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 233 თვითმფრინავს, 194 ვერტმფრენს, 3039 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 15 გემს/ნავს, 779 უპილოტო საფრენ აპარატს, 91 ერთეულ სპეცტექნიკას, 187 ფრთოსან რაკეტას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო