უკრაინის გენშტაბი - კრამატორსკის მიმართულებით ივანო-დარიევკას რაიონში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს

კრამატორსკის მიმართულებით ივანო-დარიევკას რაიონში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

მათივე ცნობით, კრამატორსკის მიმართულებით რუსმა ოკუპანტებმა ავიადარტყმები განახორციელეს სპორნოეს მახლობლად.

"შეტევითი მოქმედებებით, მტერი ცდილობდა გაეუმჯობესებინა ტაქტიკური პოზიცია სპორნოესთან, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და უკან დაიხია. ივანო-დარიევკას რაიონში საომარი მოქმედებები გრძელდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, მტერი შეტევას ახორციელებს პავლოვკას რაიონშიც, ბრძოლა გრძელდება.

„ნოვოპავლოვსკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებით ოკუპანტები არ წყვეტენ დაბომბვას ქვემეხებიდან, სარაკეტო არტილერიიდან და ტანკებიდან კონტაქტის ხაზის გასწვრივ. მტერმა გამოიყენა ავიაცია პრეჩისტოვკასა და უგლედართან. იგი ახორციელებს შეტევას პავლოვკას დასახლების ტერიტორიაზე, საომარი მოქმედებები გრძელდება", - აცხადებენ გენშტაბში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა