ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო - რუსეთის პრიორიტეტი სამხრეთ უკრაინაში ოპერაციის გაძლიერებაა

რუსეთის პრიორიტეტი, ბოლო კვირის განმავლობაში, სამხრეთ უკრაინაში შეტევის გასაძლიერებლად ქვედანაყოფების გადამისამართებაა, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალები დონბასში, ქალაქ დონეცკის ჩრდილოეთით თავდასხმის მცდელობებს განაგრძობენ.

„განსაკუთრებით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს სოფელ პისკისთვის, დონეცკის აეროპორტის მახლობლად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების განმარტებით, რუსეთის თავდასხმა, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს M04 ავტომაგისტრალის ხელში ჩაგდებას, რომელიც დასავლეთიდან დონეცკის მთავარი მისადგომია.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა