ლატვიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შეწყვეტაზე მსჯელობა აუცილებელია

ლატვიამ ფინეთთან, ესტონეთთან, ჩეხეთთან და სხვა ქვეყნებთან ერთად, ევროკავშირის დონეზე უნდა წამოწიოს მოთხოვნა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა ეგილ ლევიტსმა განაცხადა.

“ეს იქნება დამატებითი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. მე, რა თქმა უნდა, ვიცი, რომ რიგი ევროპული ქვეყნებისა, სადაც რუსი ტურისტები მეტ ფულს ტოვებენ, ასეთ წინადადებას არ მიესალმება. ამაზე ეჭვი გერმანიის კანცლერმაც გამოთქვა. ამის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ ამაზე საუბარი აუცილებელია“ , - განაცხადა ლევიტსმა.

მანვე აღნიშნა, რომ ბინადრობის უფლება და ვიზები, რომლებიც უკვე გაცემულია ლატვიის მიერ, უნდა გაუქმდეს მათთვის, ვინც რუსეთის აგრესიას მხარს უჭერს.

„თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში ისინი აღარც უნდა გაგრძელდეს გარდა შემთხვევებისა, როდესაც გარკვეულ საქმეებზე არსებობს განსაკუთრებული მდგომარეობა. ბინადრობის ნებართვა აღარ გაიცემა ლატვიაში მუდმივად მცხოვრებლებზე, რომლებიც მომავალში მიიღებენ რუსეთის მოქალაქეობას. მათ მოუწევთ ჩვენი ქვეყნის დატოვება“ , - განაცხადა პრეზიდენტმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა