უკრაინის გენერალური პროკურატურა - რუსებმა უკრაინაში 41 893 დანაშაული ჩაიდინეს

სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე რუსებმა უკრაინაში 41 893 დანაშაული ჩაიდინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, უწყების ცნობით, რეგისტრირებულია 28 591 აგრესიისა და ომის დანაშაული, აქედან 27 493 დანაშაული ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევას ეხება, 73 - აგრესიული ომის დაგეგმვას, მომზადებას ან წარმოებას, 28 - ომის პროპაგანდას, 997 კი - სხვა დანაშაულებს.

ასევე დაფიქსირდა 13 302 დანაშაული ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ. აქედან 9191 - უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფაა, 1582 - ღალატი, 1876 - კოლაბორაციონისტული საქმიანობა, 129 - აგრესორი სახელმწიფოს დახმარება, 64 - დივერსია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო