საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომლის პირველი შეხვედრაც პარლამენტში იმართება, „სამართლიან არჩევნებს“ მონაწილეობის უფლება არ მისცეს

საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომლის პირველი შეხვედრაც პარლამენტში დღეს იმართება, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის ნება არ დართეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ განუცხადა და გადაწყვეტილების მიზეზი განმარტა.

მისი თქმით, “სამართლიანმა არჩევნებმა” ნეიტრალიტეტი დაკარგა, როდესაც პრემიერ-მინისტრის გადაყენების თაობაზე მოთხოვნას შეუერთდა. მიქანაძის განმარტებით, “სამართლიანი არჩევნები” არის ორგანიზაცია, “რომელმაც 2020 წლის პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა, 7 კვირის განმავლობაში დამალა და ამით ქვეყნის იმიჯი შელახა”.

“დღეს დილით აღმოსავლური პარტნიორობის პლატფორმამ წარმოადგინა ორი ორგანიზაციის დასახელება, რომელიც მათი მხრიდან არიან წარმოდგენილები ამ პროცესში მონაწილეობისთვის - “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და “სამართლიანი არჩევნები”. მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმას ჩვენგან წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია, რომ "სამართლიანი არჩევნების" ჩართულობა არის ჩვენთვის არგუმენტირებულად მიუღებელი, მათი მხრიდან მოხდა ამ ორგანიზაციის მაინც წარმოდგენა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ “სამართლიანი არჩევნები” ამ სხდომაზე არ მოგვეწვია და იქნება მხოლოდ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”.

ამას თავისი საფუძვლები აქვს, რაც მდგომარეობს იმაში, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, პროცესში შეიძლება ჩაერთონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებენ. “სამართლიანმა არჩევნებმა” ეს ნეიტრალიტეტი დაკარგა, როდესაც ბოლო შეკრების დროს შეუერთდნენ მოთხოვნას, პრემიერ-მინისტრის გადაყენების თაობაზე. შესაბამისად მათ ნეიტრალიტეტზე საუბარი შეუძლებელია. გვაქვს პლატფორმისგან ინფორმაცია, რომ როტაციული პრინციპით სხვადასხვა შეხვედრაზე სხვადასხვა ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას. სამუშაო ჯგუფის კარი ღიაა ნებისმიერი ნეიტრალური არასამთავრობო ორგანიზაციისთვის”,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა