მიხაილო პოდოლიაკი - რუსეთს სურს, ხარკოვი ალეპო - 2016-ად, გროზნო - 1996-ად ან ვარშავა - 1945-ად გადააქციოს - ის სისხლით პირდაპირ ეთერში ტკბება

ხარკოვი. საშინელებათა 175 დღე. ყოველდღიური ტერორი, საცხოვრებელ ტერიტორიებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო თავდასხმები. რუსეთს სურს, ხარკოვი ალეპო-2016-ად, გროზნო-1996-ად ან ვარშავა-1945-ად გადააქციოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, ის, ვინც მოსკოვთან ბიზნესს აგრძელებს, ამ დანაშაულის თანამონაწილეა.

„ის სისხლით პირდაპირ ეთერში ტკბება. ვინც აგრძელებს მოსკოვთან ბიზნესის კეთებას, ამ დანაშაულის თანამონაწილეა“, - აცხადებს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა ღამით ხარკოვი დაბომბეს, რაკეტა სალტოვსკის რაიონში 3-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც დაიღუპა 7 და დაშავდა 17 ადამიანი. ამასთან, რუსებმა ხარკოვი დღეს დილითაც დაბომბეს. უკრაინული მედიის ცნობით, ქალაქ ბელგოროდიდან ხარკოვის ოლქის მიმართულებით 8 რაკეტა გაუშვეს. ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის 11 წლის ბავშვი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო