მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფის საფრთხე არსებობს, ცინიკურს უწოდებს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფის საფრთხე არსებობს, ცინიკურს უწოდებს.

„რუსეთი შეშფოთებულია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შესაძლო კატასტროფის გამო - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ცინიკურად იცინის. გამოსავალი არსებობს. თქვენ უბრალოდ უნდა განაღმოთ შენობები, გაათავისუფლოთ თანამშრომლები, შეაჩეროთ დაბომბვა და დატოვოთ ატომური ელექტროსადგური. მარტივია, არა?“- წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღეს განაცხადეს, რომ უკრაინის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფის საფრთხე არსებობს და რომ კიევი და დასავლეთი გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის უკრაინაში ვიზიტის დროს ელექტროსადგურზე პროვოკაციას გეგმავენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა