ვოლოდიმირ ზელენსკი რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხვდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი თურქი კოლეგა, რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის ქალაქ ლვოვში მოლაპარაკებებისთვის მიიღო. ინფორმაციას და შეხვედრის ამსახველ ფოტოებს თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლიდერებს შორის მოლაპარაკებები პოტოცკის სასახლეში იმართება. ორმხრივი შეხვედრისას თურქეთისა და უკრაინის პირველი პირები, სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე, მათ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების ყველა ასპექტს განიხილავენ.

ერდოღანსა და ზელენსკის შორის ორმხრივ მოლაპარაკებების შემდეგ, სამმხრივი სამიტი გაიმართება, რომელშიც ასევე უკრაინაში ვიზიტად მყოფი გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მიიღებს მონაწილეობას.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ერდოღანი, ზელენსკი და გუტერეში განიხილავენ ნაბიჯებს, რომლებიც დიპლომატიური საშუალებებით უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად შეიძლება გადაიდგას, ასევე ისაუბრებენ იმაზე თუ როგორ შეინარჩუნონ უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტისთვის შექმნილი მექანიზმი.

სამმხრივი შეხვედრის შემდეგ ისინი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

როგორც თურქეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, დასავლეთ უკრაინაში ერდოღანისა და ზელენსკის შეხვედრის ფარგლებში, შეხვედრა გამართეს თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა და მისმა უკრაინელ კოლეგამ ოლექსი რეზნიკოვმაც. მათ ისაუბრეს ორმხრივ და რეგიონული თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო