ვოლოდიმირ ზელენსკი - გაერომ უნდა უზრუნველყოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება, დემილიტარიზაცია და სრული გათავისუფლება რუსული ჯარებისგან

ლვოვში უკრაინის პრეზიდენტსა და გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს შორის შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციასა და ამსახველ ფოტოებს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„ჩვენ შევთანხმდით გავაგრძელოთ კოორდინაცია მარცვლეულის ინიციატივის განხორციელებასთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე განვიხილეთ მისი განვითარების შესაძლო მიმართულებები, უკრაინელების უკანონო და იძულებითი დეპორტაციის, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისა და მედიკოსების ტყვეობიდან გათავისუფლების საკითხი“, - დაწერა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის ბირთვული შანტაჟის თემას.

„აგრესორის მხრიდან ამ წინასწარ განზრახულ ტერორს შეიძლება ჰქონდეს გლობალური კატასტროფული შედეგები მთელი მსოფლიოსთვის. აქედან გამომდინარე, გაერომ უნდა უზრუნველყოს ამ სტრატეგიული ობიექტის უსაფრთხოება, მისი დემილიტარიზაცია და სრული გათავისუფლება რუსული ჯარებისაგან“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა