უკრაინაში ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში თურქული მხარის მონაწილეობასთან დაკავშირებით  ქვეყნებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ლვოვში, უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტების თანდასწრებით, ინფრასტრუქტურის აღდგენის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელიც უკრაინაში, ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში თურქული მხარის მონაწილეობას გულისხმობს.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრ კუბრაკოვმა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა მეჰმედ მუშმა.

"თურქეთი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა. მადლობელი ვართ ჩვენი თურქი პარტნიორების მზადყოფნისთვის, ითანამშრომლონ რუსეთის მიერ განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში. თურქულ ბიზნესს ფართო გამოცდილება აქვს გზებისა და ხიდების მშენებლობაში, კერძოდ ზაპოროჟიესა და კრემენჩუკის ხიდების მშენებლობაში. თურქეთმა დაამტკიცა, რომ სანდო პარტნიორია. შესაბამისად, უახლოეს მომავალში ველოდებით ერთობლივი რეკონსტრუქციის კონკრეტულ პრაქტიკულ შედეგებს“, - განაცხადა კუბრაკოვმა.

უახლოეს მომავალში რეკონსტრუქციის საკითხებზე, ერთობლივი უკრაინულ-თურქული სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომლის ფარგლებშიც კონკრეტულ პროექტებში თურქული ინვესტიციების მოზიდვის მექანიზმები შემუშავდება.

პირველ პროექტად კიევის რეგიონში, სოფელ რომანივკაში ხიდის აღდგენა განიხილება, რომელიც ბუჩასა და ირპინს დედაქალაქთან აკავშირებს.

ცნობისთვის, აღნიშნული ინფრასტრუქტურული ობიექტი რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დასაწყისში განადგურდა, რამაც ფაქტობრივად აგრესორის კიევისკენ წინსვლა შეაჩერა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო