ანტონიო გუტერეში - ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება - საჭიროა ტერიტორიის დემილიტარიზაცია

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის "დემილიტარიზაციას" ითხოვს.

მისი თქმით, ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება „სუიციდი“ იქნება.

გუტერეშმა აღნიშნა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის არეალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სასწრაფოდ საჭიროა შეთანხმება.

“ჩვენ არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა, რომ ელექტროსადგურის ობიექტები ან მისი შემოგარენი არ იყოს სამხედრო ოპერაციების სამიზნე. სამხედრო ტექნიკა და პერსონალი უნდა გაყვანილ იქნას ელექტროსადგურიდან. ადგილზე ძალების ან აღჭურვილობის შემდგომი განლაგება თავიდან უნდა იქნას აცილებული. საჭიროა ტერიტორიის დემილიტარიზაცია”, - აღნიშნა გაეროს გენმდივანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო