ესტონეთი უკრაინას იარაღსა და საველე ჰოსპიტალს გაუგზავნის და  შეიარაღებული ძალების მომზადებაში დაეხმარება

ესტონეთის მთავრობამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა, რომელიც კიდევ უფრო მეტი იარაღის გაგზავნას ითვალისწინებს.

მედიის ინფორმაციით, ესტონეთი უკრაინისთვის ნაღმტყორცნებისა და ტანკსაწინააღმდეგო იარაღის გაგზავნას გეგმავს. გარდა ამისა, ქვეყანა მხარს დაუჭერს უკრაინის შეიარაღებული ძალების მომზადების პროცესს, რომელიც ინიცირებულია გაერთიანებული სამეფოს მიერ, გერმანიასთან თანამშრომლობით კი უკრაინაში საველე ჰოსპიტალს გაგზავნის.

„უკრაინაში უკრაინაში ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ უფრო და უფრო მეტი დასავლური იარაღი აღწევს ბრძოლის ველზე, ჩვენი მორალური პასუხისმგებლობაა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. ისინი იბრძვიან ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის და თუ რამე შეგვიძლია გავუგზავნოთ უკრაინელებს, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს“, - განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა.

მისივე თქმით, დასავლური სამყარო ასევე მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ რუსეთი საინფორმაციო ომს აწარმოებს და გაავრცელებს ინფორმაციას დასავლეთის დაღლილობისა და უკრაინის მიმართ აღმოჩენილი დახმარების არაეფექტურობის შესახებ.

ცნობისათვის, ესტონეთმა უკრაინას, საერთო ჯამში, თითქმის 250 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია, მათ შორისაა „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის რაკეტები, ჰაუბიცები, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები, ნაღმტყორცნები, სხვადასხვა იარაღის საბრძოლო მასალა, მანქანები, საკომუნიკაციო აღჭურვილობა და სამედიცინო ინვენტარი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს