უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, დონბასში ბრძოლა ორი მიმართულებით გრძელდება

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, დონბასში ბრძოლა ორი მიმართულებით გრძელდება

დონბასის რეგიონში ბრძოლა ორი მიმართულებით გრძელდება, ოკუპანტები ცდილობენ შტურმის განხორციელებას, მაგრამ უკრაინელი სამხედროები მტრის თავდასხმებს იგერიებენ, - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სლავიანსკის მიმართულებით მტერმა სხვადასხვა ტიპის არტილერიიდან ცეცხლი გახსნეს დიბროვნოეს, ნემალენკოეს, ვერნოპოლიეს, სულიგოვკას, ჩეპილის, მაზანოვკასა და ბოგოროდიჩნის მახლობლად.

„მტერი შეეცადა თავდასხმის ოპერაციების ჩატარებას ბარაბაშოვკა-კარნაუხოვკას, სულიგოვკა-დიბროვნოეს, სულიგოვკა-ნოვაია დმიტროვკას მიმართულებებით. კრამატორსკის მიმართულებით, დაბომბვა დაფიქსირდა სევერსკის, რაზდოლევკას, გრიგოროვკას, სიდოროვოსა და პრიშიბის მახლობლად. ბახმუტის მიმართულებით მოწინააღმდეგემ ტანკებიდან, ქვემეხებიდან და სარაკეტო არტილერიიდან ცეცხლი გახსნა ბახმუტის, სოლედარის, ბერესტოვოეს, ვესელოეს, ზაიცევოს, იაკოვლევკას, კოდემას, სადავო, ივანო-დარიევკას, ბელოგოროვკასა და ჟელესნოეს დასახლებების ტერიტორიებზე. მტერმა შეტევითი ბრძოლები განახორციელა სპორნოე-ვიემკას, სტრიაპოვკა-სოლედარის, ვლადიმიროვკა - სოლედარის, კლინოვოე - ბახმუტის, ვერშინა - კოდემას მიმართულებებით. მტრის ქვედანაყოფებმა ამ მიმართულებით წარმატებას ვერ მიაღწიეს და უკან დაიხიეს“, - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, პოკროვსკე-ბახმუტსკოეს მიმართულებით ბრძოლა გრძელდება. ავდიივკას მიმართულებით საარტილერიო დაბომბვა დაფიქსირდა ავდიივკას, მარინკას, კრასნოგოროვკას, პესოკის, ოპიტნოეს, პერვომაისკის, ნეველსკოეს, ნოვობახმუტოვკას და ნეტაილოვის მახლობლად. მტერმა საჰაერო დარტყმები განახორციელა მარინკას, ნოვომიხაილოვკასა და პავლოვკას მახლობლად.

„მოწინააღმდეგე ახორციელებს შტურმს ლოზოვოე - პერვომაისკის მიმართულებით, საბრძოლო მოქმედებები გრძელდება“, - აცხადებენ გენშტაბში.