უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ბოლო დღე-ღამეში კიდევ 400 რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 44 700 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის 400 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.
მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების კუთვნილი სხვადასხვა სახის აღჭურვილობაც გაანადგურეს.
„მტრის საერთო დანაკარგი ასევე მოიცავს: 1 899 ტანკს, 4 195 ჯავშანმანქანას, 1016 საარტილერიო სისტემას, 266 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 141 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 234 თვითმფრინავს, 197 ვერტმფრენს, 3130 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 15 გემს/ნავს, 795 უპილოტო საფრენ აპარატს, 94 ერთეულ სპეცტექნიკას, 190 ფრთოსან რაკეტას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

























