უკრაინის გენპროკურატურის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 362 ბავშვი მოკლეს

უკრაინის გენპროკურატურის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 362 ბავშვი მოკლეს

რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 362 ბავშვი მოკლეს, - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„19 აგვისტოს დილისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 362 ბავშვი და დაშავდა 716“, - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო, რადგან გრძელდება მუშაობა დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებზე.