ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - ხარკოვის დაბომბვით რუსები ცდილობენ აიძულონ უკრაინა, შეინარჩუნოს მნიშვნელოვანი ძალები ამ ფრონტზე, რათა ისინი კონტრშეტევისთვის ვერ გამოიყენოს

უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი ხარკოვი, ერთ-ერთია, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ რეგულარულად ყველაზე მეტად იბომბება, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში აღნიშნული.

მათივე შეფასებით, მრავალჯერადმა სარაკეტო გამშვებებმა და ზოგადად არაზუსტმა იარაღმა ქალაქის დიდი ნაწილის განადგურება გამოიწვია. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ხარკოვში რუსული ძალები აგრძელებენ დარბევებსა და უკრაინული ძალების დაბომბვას, რისი მიზანიც, სავარაუდოდ ის არის, რომ აიძულონ უკრაინა ამ ფრონტზე ძალები შეინარჩუნოს და ისინი სხვაგან კონტრშეტევისთვის ვერ გამოიყენოს.

„ისინი, ალბათ, ცდილობენ აიძულონ უკრაინა, შეინარჩუნოს მნიშვნელოვანი ძალები ამ ფრონტზე, რათა კონტრშეტევის ძალად მათი სხვაგან გამოყენება აღკვეთონ“, - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო