დასავლეთ ყირიმში, საკურორტო ქალაქ ევპატორიას თავზე საჰაერო თავდაცვა გააქტიურდა

დასავლეთ ყირიმში, საკურორტო ქალაქ ევპატორიას თავზე საჰაერო თავდაცვა გააქტიურდა. ანექსირებულ ყირიმში რუსეთის საოკუპაციო მთავრობის მეთაურის მრჩეველმა ოლეგ კრიუჩკოვმა „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, რომ რუსეთმა სამიზნე ჩამოაგდო.

„სავარაუდოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემა გააქტიურდა. ყირიმი საიმედოდაა დაცული“, - განაცხადა კრიუჩკოვმა.

თვითმხილველმა რუსულ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასს განუცხადა, რომ ოკუპირებული ტერიტორიის ცაში სულ მცირე ორი რაკეტა იქნა გაშვებული. „ჩემი აივნიდან ორი მუქი ზოლი და ციმციმები დავინახე ცაში”, - აღნიშნა თვითმხილველმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო