ბრიტანეთის საგარეო უწყება - რუსეთს არ აქვს მორალური უფლება დაესწროს „დიდი ოცეულის“ სამიტს, როცა მისი აგრესია უკრაინაში გრძელდება

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთი მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც გაირკვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტს (G20) ნოემბერში დაესწრება.

„რუსეთს არ აქვს მორალური უფლება იჯდეს „დიდი ოცეულის“ სამიტზე, მაშინ როცა მისი აგრესია უკრაინაში გრძელდება“, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა.

გაერთიანებული სამეფო მიესალმება ინდონეზიის ძალისხმევას, უზრუნველყოს, რომ რუსეთის ომის შედეგები „დიდი ოცეულის“ შეხვედრებზე განიხილება.

ამასთან, ოფიციალური ლონდონი მიესალმება იმას, რომ უკრაინა G20-ის ლიდერთა სამიტზე, შესაძლოა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ იყოს წარმოდგენილი.

ცნობისთვის, „დიდი ოცეულის“ სამიტს ინდონეზია უმასპინძლებს. დადასტურდა, რომ მას კრემლის ლიდერის გარდა, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინიც დაესწრება.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!