ხორბლითა და მზესუმზირის ზეთით დატვირთულმა კიდევ ორმა გემმა უკრაინის პორტი დატოვა

თურქეთის ოფიციალური პირების განცხადებით, კიდევ ორმა გემმა უკრაინის ჩორნომორსკის პორტი დატოვა. შესაბამისად, გაერო-ს შუამდგომლობით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებით, უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან გასული გემების რიცხვმა 27-ს მიაღწია.

Reuters-ის ინფორმაციით, გემებზე- Zumrut Ana და MV Ocean S, 6 300 ტონა მზესუმზირის ზეთი და 25 000 ტონა ხორბალია დატვირთული.

ამასთან, უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ უკრაინის სამმა საზღვაო ნავსადგურმა დაიწყო საკვების ჩატვირთვა შვიდ გემზე, რომლებიც მსოფლიოს 66 500 ტონა ხორბალს, სიმინდისა და მზესუმზირის ზეთს უახლოეს მომავალში მიაწვდიან. ივლისის ბოლოს, გაეროსა და თურქეთის შუამავლობით მოსკოვსა და კიევს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, უკრაინის შავი ზღვის სამი პორტიდან უკრაინული პროდუქტების გატანა ეტაპობრივად ხორციელდება.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა